17:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 18:12:00, 334 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძის შეფასებით, ოპოზიცია ვალერიან ზუმბაძის საკითხთან დაკავშირებით სპეკულირებს

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის შეფასებით, ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილე ვალერიან ზუმბაძის საკითხთან დაკავშირებით სპეკულირებს. 

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ზუმბაძე თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. 

„ზუმბაძესთან დაკავშირებით ეს არის მორიგი ნიმუში, თუ როგორ სპეკულირებენ თემებზე ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული სუბიექტები. ამ ადამიანმა თავად თქვა, რომ წავიდა, მერე თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ადამიანი აღარ მუშაობს თავდაცვის უწყებაში. გუშინ გამოვაქვეყნეთ ბრძანება, რომ ის ნამდვილად აღარ მუშაობს, მემგონი დაიჯერებენ. შეიძლება კიდევ არ დაიჯერონ და დასვან კითხვები. ამ საკითხზე მინდა, რომ საუბარი დამთავრდეს. როცა ჩვენ რაღაცას ვამბობ, ამას პასუხისმგებლობა მოსდევს, პასუხისმგებლობას კი ჩვენ ვაცნობიერებთ“, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics