Interfax-ი იუწყება. 

" />
19:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 15:39:56, 951 ნახვა

რეგიონი
კოკოითი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ სააგენტო  Interfax-ი იუწყება.

როგორც ე.წ ცესკოს თავმჯდომარე ქრისტინა ავლოხოვმა აღნიშნა, კოკოითი მუდმივობის შესახებ დაწესებულ ცენზს არ აკმაყოფილებს. 

„სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უარი ეთქვას კოკოითის რეგისტრაციაზე, რადგანაც ის საცხოვრებელი ადგილის მუდმივობის შესახებ დაწესებულ ცენზს არ აკმაყოფილებს“, - განაცხადა ქრისტინა ავლოხოვამ.

მედია საშუალების ინფორმაციით, კოკოითისთვის ცესკოს არგუმენტები მიუღებელია. ცხინვალის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა "უშიშროების სამსახურისა" და "შინაგან საქმეთა მინისტრები" ე.წ საარჩევნო კომისიისთვის არასწორი მონაცემების მიწოდებაში დაადანაშაულა და მათი გადადგომა მოითხოვა.

ამასთან კოკოითი „საყოველთაო შეკრების“ ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, სადაც წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება უნდა განხილულიყო, თუმცა ცხინვალის დე ფაქტო მერიამ კოკოითის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ედუარდ კოკოითს ე.წ ცესკო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ კანონის დარღვევაში ედავება, რადგანაც ის დროის დიდ ნაწილს მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ატარებდა.

არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics