14:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 15:32:10, 1196 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიის სტაბილურობა სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

„მედიაში მიმდინარე პროცესები კვლავ არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, გარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“,-ამის შესახებ პრეიზდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ  ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე.

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა, არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედია თემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი. საქართველოს პრეზიდენტი მომავალშიც აქტიურად მიადევნებს თვალს ყველა პროცესს, რომელიც მედიას ეხება და გააგრძელებს მედიის დაცვასა და მხარდაჭერას“,-განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics