2016-11-17 17:53:37, 1251 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილი: ვერ ვხედავ საჭიროებას, უახლოეს მომავალში რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უახლოეს მომავალში რაიმე სახელწმიფო თანამდებობის დაკავებას გამორიცხავს. ეს განცხადება მან საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მედიასთან ბოლო შეხვედრა გამართა.
„ ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ უახლოეს მომავალში, თვალსაწიერში, სადამდეც ჩემი ხედვა წვდება, დავიკავო რაიმე სახელმწიფო თანამდებობა. მე განვაცხადე მზაობა იმ დიალოგისთვის, რომლის მიზანი იქნებოდა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გამყარება, ფუნდამენტის გამყარება. ამით ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან მედიასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან