12:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 11:14:07, 333 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: არმაზ ახვლედიანმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე  არმაზ ახლვედიანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მისი ნაბიჯი ღირსეულად შეაფასა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,   ყველაფერი პოლიტსაბჭოზე გაირკვევა.
"არმაზ ახვლედიანის განცხადებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა იყო. მის განცხადებას ჩვენი პარლამენტის წევრების მხრიდან პასუხები მოჰყვა, თუმცა არმაზ ახვლედიანის  გადაწყვეტილებას,   რომ  უფლებამოსილებას იჩერებს, ღირსეულ  ნაბიჯად ვთლი. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება და გაირკვევა",-განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, არმაზ ახვლედიანმა პოლიტსაბჭოს მდივნის პოსტზე უფლებამოსილება შეიჩერა. ახვლედიანის თქმით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ იმ ინტერვიუს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. სწორედ ამიტომ, ახვლედიანმა საკითხის  პოლიტსაბჭოზე  განხილვამდე უფლებამოსილების შეჩერება გადაწყვიტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics