10:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 13:42:23, 339 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: თავდაცვის სამინისტროში კადრების შემცირება არ იგეგმება

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის უწყებაში კადრების შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ამის შესახებ ჯანელიძემ  ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამხედრო პოლიციის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც ახალი სისტემის და სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

“თავდაცვის სამინისტროში კადრების შემცირებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. მე ამაზე კომენტარი ბევრჯერ გავაკეთე და კიდევ მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაცია გულისხმობს ახალი სისტემის და სტრუქტურის შექმნას.  შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მანმადე მუშაობდა სამხედრო პოლიციაში, ყველა მათგანს ექნება შანსი, ახალი სისტემის და სტრუქტურის შიგნით გააგრძელოს მუშაობა. ანუ როგორც ასეთი შემცირება არ იგეგმება”, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics