2016-07-20 11:16:14, 1693 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავიადარტყმის შედეგად, 56 ადამიანი გარდაიცავალა, მათ შორის 11 ბავშვი
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მანბიჯში ავიადარტყმის შედეგად 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია საშუალების ცნობით, გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია.
როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, საჰაერო დარტყმები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ განახორციელა.
ქალაქი მანბიჯი “ისლამურ სახელმწიფოს” აქვს დაკავებული. მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ალეპოს პროვინციის ქალაქ ალ-ტუხარში ცდილობდნენ გაქცევას.
კოალიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მანბიჯის მახლობლად ავიადარტყმები განახორციელეს და ამბობენ, რომ მშვიდობიანი მცხოვრებლების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან