2016-07-19 18:10:29, 1788 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში მამაკაცმა ქალი და სამი შვილი დანით დაჭრა
საფრანგეთში მამაკაცმა დანით ქალი და სამი შვილი დაჭრა, - ამის შესახებ სააგენტო Mirror-ი იუწყება.
მედია საშუალების ინფომრაციით, ინციდენტი საფრანგეთის ალპებში, ერთ-ერთი კურორტზე, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა, როდესაც დედა და მისი სამი ქალიშვილი საუზმობდნენ.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდამსხმელი სავარაუდოდ 37 წლის მაროკოელია. ის პოლიციამ დააკავა. დედა და მისი გოგონები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული ბავშვების ასაკი 8, 12 და 14 წელია. უმცროსის მდგომარეობა მძიმეა, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
მედიის ცნობით, თავდამსხმელის ქმედების მოტივი უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ქალსა და მის სამ შვილს იმიტომ დაესხა თავს, რომ მათ, მისი თქმით, “ღია ტანსაცმელი ეცვათ”.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან