10:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:07:46, 1375 ნახვა

მსოფლიო
ერავანში პოლიციის განყოფილებიდან კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს

ერევანში, ერებუნის რაიონში, პოლიციის განყოფილებიდან თავდამსხმელებმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Inter Fax ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელებს კიდევ 5 სამართალდამცველი ჰყავთ მძევლად აყვანილი.

როგორც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა განაცხადა, მძევალი მათ ოპოზიციური ორგანიზაციის “ახალი სომხეთის” ლიდერის ჟირაირ სეფილიანის მითითებით გაათავისუფლეს.

მედიის ცნობით, შეიარაღებული პირების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას სწორედ იარაღის უკანონო შანახვისთვის დაპატიმრებული სეფილიანის გათავისუფლება წარმოადგენს.

“ჩვენ ჟირაირ სეფილიანს დავუკავშირდით. მან შემოგვთავაზა ერთ-ერთი მძევლის გათავისუფლება. ჩვენ გავუშვით სამართალდამცველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მას ალერგია აქვს”, - განაცხადა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა.

მძევლებს შორის რჩება სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე და ერევნის პოლიციის უფროსი მოადგილე. სომხური მედია იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილებსთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა გუშინ დაიკავა.  მათ ერთი სამართალდამცველი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. გარდაცვლილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანია. მათ ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირ სეფილიანისა და სხვა პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ისინი ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics