2016-07-16 04:26:52, 1532 ნახვა
მსოფლიო
კვირიკაშვილი: მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით თურქეთის საზღვარი დილამდე ჩაიკეტება, არ განხორციელდება ფრენები
"მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით თურქეთის საზღვარი დილამდე ჩაიკეტება, არ განხორციელდება ფრენები" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, პანიკის საფუძველი ქართველ ხალხს არ აქვს და უმჯობესია, თუ ისინი თურქეთის მიმართულებით გადაადგილებისკენ თავს შეიკავებენ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და თურქეთი არის სტრატეგიული - პატრნიორი ქვეყანა. მისივე თქმით, სამხედრო გადატრიალება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან