2016-07-16 03:58:26, 1446 ნახვა
მსოფლიო
„50 ბავშვი ქუჩაშია“- სტამბოლიდან ქართული ცეკვის ანსამბლი საქართველოს მთავრობას დახმარებას ითხოვს
სტამბოლში საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ახლოს, საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. ისინი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის "ქართული გენის" სოლისტები არინ. ამის შესახებ რუსთავი2-ს ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.
მისივე თქმით, ისინი გართულებული კავშირის მიუხედავად დაუკავშირდნენ ანსამბლის ხელმძღვანელს რომელიც ბავშვებთან ერთად იმყოფება .
„ანსამბლის ხელმძღვანელმა გვითხრა, რო საელჩოს უკვე დაუკავშირდნენ და დილამდე მოიცადონ. ბავშვები 8 რიცხვში წავიდნენ და დღეს დილით ბრუნდებოდნენ რა დროსაც სამხედრო გადატრიალება დაიწყო. ახლა ისინი ბოსფორის ხიდთან 50/60 კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან,"-განაცხადა ინგა ვასაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან