22:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:07:22, 3623 ნახვა

კულტურა
წეროვანში ხვალ, დათო ტურაშვილის მკითხველებთან შეხვედრა გაიმართება

სოფელ წეროვანში ხვალ, 13:00 საათზე მწერალ დათო ტურაშვილის მკითხველებთან შეხვედრა გაიმართება.
წეროვანის საჯარო სკოლაში, “საბას” ლაურეატი მწერალი, დევნილ მოწაფეებსა და მათ მშობლებთან ისაუბრებს ლიტერატურაზე, საკუთარ შემოქმედებასა და ახალ წიგნებზე, უპასუხებს შეკითხვებს.
ეს შეხვედრა, სახელწოდებით “შეხვედრის საბა-ბი” ლიტერატურული პრემია “საბას” ახალი აქციაა, რომლის ფარგლებში “საბას” ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან. ამავე რეგიონის ზოგიერთი სოფლის სკოლებს კი საჩუქრად გადასცემენ “საბას” ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკას.
ეს არის “საბას” სოციალურ-საგანმანათლებლო აქცია, რომელიც სხვა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია წელს თბილისის ფარგლებს სცილდება და რეგიონებში აკითხავს მკითხველებს.
წეროვანის საჯარო სკოლაში „საბას“ ლაურეატები გახსნიან ელექტრონული ბიბლიოთეკის სამკითხველო კუთხეს. სკოლას საჩუქრად გადაეცემა სპეციალური სამკითხველო სტენდი,  ლეპტოპი, შიგ ჩატვირთული ელექტრონული ბიბლიოთეკით. ამ აქციაში ჩაერთნენ ქართული გამომცემლობებიც - დიოგენე, ინტელექტი, სიესტა, პალიტრა L, არტანუჯი, საუნჯე და სხვა. სწორედ მათ მიერ გამოცემული წიგნებითაა შედგენილი ის ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც “საბასგან” და გამომცემლობებისგან ბავშვებს საჩუქრად გადაეცა.
მსგავსი შეხვედრები გაიმართება ყოველთვიურად და მოიცავს საქართველოს სხვა რეგიონებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics