19:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 19:41:40, 710 ნახვა

სამხედრო
შსს-ს წარმომადგენლებმა სპეციალური სამთო-ალპინისტური მოსამზადებელი წვრთნები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის საბრძოლო მომზადებისა და დაგეგმარების სამმართველოს ინსტრუქტორებმა 5 დღიანი სამთო-ალპინისტური მოსამზადებელი წვრთნები თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეებს ჩაუტარეს. სწავლების პერიოდში მათ სამთო აღჭურვილობის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდიკა შეისწავლეს.

წვრთნები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ჭაუხის მთის მასივში ჩატარდა, სადაც თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეებმა, ინსტრუქტორებთან ერთად, თხილამურებით, მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში, ზღვის დონიდან 2000 მეტრიდან, 13 კილომეტრი მარშით გაიარეს და 2900 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ.

წარმატებით განხორციელებული მოსამზადებელი წვრთნების მეორე ეტაპი თბილისში, ბოტანიკური ბაღის სკალადრომზე გაგრძელდა. თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეებმა კლდეზე ცოცვის, აჭურვილობის გამოყენებით სიმაღლეზე თოკით ასვლის, კლდიდან დაშვების, სწრაფი დაშვების უნარ-ჩვევები აიმაღლეს და ასევე, სიმაღლიდან დაშვება 50 მეტრი სიმაღლის ხიდიდან განახორციელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics