15:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 16:14:00, 988 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა. 

როგორც გიორგი  კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "შეთანხმდნენ, რომ  სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა,  არ უნდ არსებობდეს". აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი, ძალიან საჭირო მოთხოვნები, მე ყურადღებით მოვისმინე, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, თუ რა სახით იქნება კიდევ ერთად შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ და მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში. შემდეგი კვირის მეორე ნახევარში დავთქვით შემდეგი შეხვედრა, სადაც უკვე სამუშაო ატმოსფეროში გვექნება საუბარი დაფინასნების  პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე სტრუქტურაზე და ა.შ. ასევე, თვითონ უნივერსიტეტებში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებზე და ყველაფერ ასეთ მტკივნეულ საკითხზე ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაცა შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვუსმენთ და გავიგონებთ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ  ვლადიმერ პაპავასაც ესაუბრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics