14:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:03:57, 1041 ნახვა

მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფო" ტერაქტების მორიგ სამიზნედ ბრაზილიას ასახელებს

ბრაზილიის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით "ისლამური სახელმწიფო" ტერაქტებს ბრაზილიაში გეგმავს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც მედია საშუალება უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთი ბოევიკი მაკსიმ ოშარა  ბრაზილიას მორიგი ტერაქტების ადგილად ასახელებს.

მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება ტერაქტს ოლიმპიური თამაშების დროს გეგმავს, რომელიც ბრაზილიაში ზაფხულში ჩატარდება.

როგორც ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ტერორისტული აქტების საშიშროება ბრაზილიაში გაიზარდა, მას შემდეგ რაც ევროპაში ტერორისტული აქტების სიხშირემ მოიმატა. მისივე თქმით, ბევრი ბრაზილიელი "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას იზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა საფრანგეთმა ბრაზილიას პოტენციური ტერორისტების სია უნდა გადასცეს. ეს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხო ჩატარების საშუალებას მისცემს.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების უსაფრტხოებას, 85 ათასი ადამიანი, მათ შორის 47 ათასი პოლიციელი და 38 ათასი ჯარისკაცი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 2 ჯერ აღემატება წინა ოლიმპიურ თამაშებს. თამაშები რიო დე ჟენეიროში 5-დან 21 აგვისტომდე ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics