18:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 15:39:46, 411 ნახვა

პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: სამწუხაროდ სინამდვილეა, რომ ევროატლანტიკური კურსი საფრთხეშია

"ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში,  სამწუხაროდ სინამდვილეა,-ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი მაია ფანჯიკიძე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის დღევანდელ განცხადებას.
მისივე თქმით, არის საფრთხე, რამაც შესაძლოა, საქართველოს  უკან დაახევინოს.
"ეს არის იმისი გამოხატულება, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში,  სამწუხაროდ სინამდვილეა.ამას სჭირდება  სასწრაფო რეაგირება აბსოლუტურად ყველა მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პირველ რიგში, შესაბამისი უწყებების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.ახლა ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს საქართველოს.საფრთხე შეექმნას ქვეყანას, მის თავდაცვისუნარიანობას და ა. შ. ასე რომ, ეს არის ძალიან საგანგაშო განცხადება",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics