01:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 14:59:03, 3980 ნახვა

საზოგადოება
BMG: სებ-მა საინფორმაციო მომსახურებაზე იმედის თანამფლობელს 99 ათასი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა

BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ტელეკომპანია "იმედის" ერთ-ერთი მფლობელის, ილია მიქელაიშვილის კომპანია გახდა.

კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა ახალი ამბების მომსახურებაზე 100 ათას ლარიანი ტენდერი 19 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შ.პ.ს "პირველმა" მიიღო. აღნიშნულმა კომპანიამ ახალი ამბების მომსახურებაში ქვეყნის ცენტრალურ ბანკს 99 ათასი ლარი შესთავაზა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ეროვნული ბანკისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა 6 სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობითაც მოუწევს. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, სებ-ს ერთი წლის განმავლობაში თვეში 8250 ლარის გადახდა მოუწევს.

შპს "პირველი" ვალდებულია უზრუნველყოს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ანონსებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მომზადება. ეს მოიცავს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომებს, პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, პრეზენტაციებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებს. მომზადებული მასალები სხვა საინფორმაციო სააგენტოებშიც უნდა გავრცელდეს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "პირველის" ერთადერთი მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიც არის. მიქელაიშვილის საკუთრებაშია ასევე შპს "პრაიმ მედია გლობალი", რომელიც ტელეიმედის 50%-იან წილს ფლობს.

BMG-იმ გაავრცელა სებ-ის პოზიცია, "ტენდერში გაიმარჯვა შპს "პირველმა", რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. რაც შეეხება სანქცირებას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ წარმოადგენს სანქცირებულ სუბიექტს, ასევე, არც მისი მფლობელია სანქცირებული პირი. შესაბამისად, სანქციათა რეჟიმების წესის თანახმად, ამ თუ იმ კომპანიის სანქცირება არ ითვალისწინებს კომპანიის დამფუძნებელსა თუ დამფუძნებელთან დაკავშირებულ სხვა იურიდიულ პირზე სანქციის ავტომატურ გავრცელებას", - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics