15:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-31 19:43:42, 2954 ნახვა

საზოგადოება
ენერგეტიკის ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ხშირი გათიშვისთვის სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაუარესება 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მარეგულირებელი აქტისა და ლიცენზიის პირობების დარღვევად იქნა აღიარებული.

„კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ყოველწლიურად აკონტროლებს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების დინამიკას, აანალიზებს მათ მიზეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასის“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები, მათ შორის, თითოეული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა და თითოეული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების საშუალო სიხშირე.“

კვლევამ აჩვენა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს „თელასის“ ლიცენზირებულ ტერიტორიაზე 11 740 გათიშვა მოხდა…

რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის ლიცენზიით დაფარულ ტერიტორიაზე 74 504 გათიშვა მოხდა…

საჯარო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ შემუშავდება ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე ინდიკატორები, რომელთა განხორციელება კომპანიებისთვის სავალდებულო იქნება“, - განაცხადა ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics