22:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 14:24:13, 947 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა

უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„მტრის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების შესაძლო მცდელობები, რის შესახებაც გუშინ პრეზიდენტმა ისაუბრა, უკიდურესად საშიში პროვოკაცია იქნებოდა, რასაც პროპორციული პასუხი მოჰყვებოდა“, - წერს მედვედევი.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება“.

„ეს კოლოსალური შეცდომა იქნებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც დღევანდელ უკრაინაში ნეონაცისტებს ვუწოდებთ. რადგან როგორც ჩვენი ბირთვული დოქტრინა, ასევე ჩვენი მოქმედების პრაქტიკა ამბობს, რომ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეს ყოველთვის ვპასუხობთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics