09:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 09:45:55, 577 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პოზიციის გამო, G7-მა უკრაინასთან დაკავშირებით განცხადება არ მიიღო

დიდი შვიდეულის სამიტი აშშ-ის პოზიციის გამო უკრაინაში ომთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი და CBC News-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კანადის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კანადა, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, იძულებული გახდა უარი ეთქვა მკაცრი განცხადების გაკეთების გეგმებზე მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ფორმულირება გააპროტესტა. კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გეგმავს G7-ის თავმჯდომარეობის სახელით ცალკე განცხადების გამოქვეყნებას, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები იქნება დაწესებული და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი სამშვიდობო ინიციატივები მხარდაჭერილი იქნება.

შედეგად, მიღებულ იქნა ექვსი ცალკეული განცხადება, თუმცა უკრაინის საკითხი კონსოლიდირებული პოზიციის გარეშე დარჩა.

„როიტერის“ ცნობით, ევროპელმა დიპლომატებმა სცადეს დონალდ ტრამპის დარწმუნება, რომელმაც ადრე ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გამოხატა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაში. წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ზეწოლის გაზრდის იდეით ინტერესი გამოთქვა, არანაირი დაპირება არ გასცა.

სამიტს დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც კანადისგან ახალ დახმარებას მიიღებს, თუმცა მას არ შეეძლება დაეყრდნოს G7-ის კოლექტიურ განცხადებას ან ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას.

CBC News აღნიშნავს, რომ G7-ის შვიდი ლიდერიდან ექვსი მზად იყო მხარი დაეჭირა რუსეთის მიმართ მკაცრი ენისთვის, თუმცა აშშ დაჟინებით მოითხოვდა ტექსტის შერბილებას, რადგან ეშინოდა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics