16:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 18:49:45, 561 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: სურკოვის თუ სხვა ოფიციალური პირის ვიზიტი სოხუმში, სამართლებრივად ვერაფერს ცვლის

"ვლადისლავ სურკოვის,  თუ სხვა  ოფიციალური პირის ვიზიტი  სოხუმში,  სამართლებრივი თვალსაზრისით ვერაფერს ცვლის",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

აბაშიძის თქმით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის არანაირ საზღვარს არ აღიარებენ.

"აფხაზეთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემატიკა განიხილება ჟენევის ფორმატში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ასეთი მწვავე და დელიკატური თემების განსახილველად. ვფიქრობ,  რომ სურკოვის,  თუ სხვა ოფიციალური პირის ვიზიტი სოხუმში ვერაფერს ცვლის  სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენ არანაირ საზღვარს არ ვაღიარებთ საქართველოსა და აფხაზეთს შორის, თუ არა ადმინისტრაციულ საზღვარს. საქართველოს საზღვარი საერთაშორისოდ აღიარებულია იქ, სადაც არის. ასეთია ჩვენი მიდგომა. მოსკოვში კარგად იციან. მათ თავიანთი ხედვა აქვთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს. ამ ხედვებში სხვაობაა სწორედ ის დრამატული წინააღმდეგობა, რაც ვერ გვაძლევს საშუალებას, რომ მთავარი პრობლემების მოგვარების კუთხით  წინ წავიწიოთ. ამ საკითხის განხილვა მოხდება ჟენევაში",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics