18:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 12:45:10, 881 ნახვა

მსოფლიო
კაროლ ნავროცკი - პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, რადგან ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ამჟამად ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ პოლონეთის არჩეულმა პრეზიდენტმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კაროლ ნავროცკის თქმით, პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, რადგან მთელი რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

იანვარში პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის არ ხედავს უკრაინას „არც ევროკავშირში და არც ნატო-ში“.

„პოლონეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის პოსტიმპერიული, ნეოკომუნისტური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში უდგას ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინი. ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც, სხვათა შორის, მე მდევნიან, როგორც ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტს. რუსეთში ხუთწლიანი პატიმრობა მემუქრება. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტში, მაგრამ უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათ შორის პოლონეთს, უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს აქვთ საკუთარი ინტერესები. მაგალითად, პოლონეთს აქვს ასეთი ინტერესი ვოლინის მსხვერპლთა ექსჰუმაციის მიმართ. კამპანიის დროს მე არ დავთანხმდი და როგორც პრეზიდენტი, არ დავთანხმდები უკრაინასთან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას პოლონეთის სოფლის მეურნეობისთვის ან ლოჯისტიკური სექტორისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ კომპრომისს და კონსენსუსს ამ საკითხებზე. მე ვუყურებ უკრაინას, როგორც ქვეყანას, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მამაცურად იცავს თავს რუსეთის ფედერაციისგან, ასევე პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics