12:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 18:22:12, 956 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1-ელი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების შემოღების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე

ტრამპი საუბრობს ევროკავშირის სავაჭრო ბარიერებზე და აცხადებს, რომ სავაჭრო დეფიციტი შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც მიუღებელია.

“ევროკავშირი, რომელიც ვაჭრობაში აშშ-ის გამოყენების პირველადი მიზეზით შეიქმნა, ძალიან რთულია გარიგებისთვის. მათმა ძლიერმა სავაჭრო ბარიერებმა, დღგ გადასახადებმა, სასაცილო კორპორაციულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, მონეტარულმა მანიპულაციებმა, ამერიკულ კომპანიებთან უსამართლო და გაუმართლებელმა სასამართლო დავებმა და სხვა, მიგვიყვანა შეერთებულ შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ სავაჭრო დეფიციტამდე, რიცხვამდე, რომელიც სრულიად მიუღებელია. მათთან ჩვენს საუბრებს არსად არ მივყავართ! შესაბამისად, ევროკავშირის წინააღმდეგ პირდაპირ 50%-იანი სავაჭრო ტარიფის რეკომენდაციით გამოვდივარ, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყება”, - წერს ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics