20:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 16:05:53, 750 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

Sky News-ის ცნობით, დონალდ ტრამპი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა, სადაც კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.

კატარში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან ერ-რიადისთვის 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, დოჰაში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის სამეფო ოჯახისგან Boeing 747-8 თვითმფრინავი საჩუქრად მიიღოს, რომელსაც ის საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოიყენეს, ხოლო მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics