2025-03-12 17:38:11, 717 ნახვა
საზოგადოება
განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები აქციას მართავენ
განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან, სადაც უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მეორედ განიხილავენ, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები აქციას მართავენ.
ადგილზე შეკრებილები პირდაპირ ამბობენ, რომ სასწავლებელს რეჟიმმა ომი იმის გამო გამოუცხადა, რომ ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გასული წლის 26 სექტემბერს მიიღო.
მაშინ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,