11:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-15 12:52:51, 407 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად  ზაგრებს ეწვია.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი  გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს გამართავს ხორვატიის  ახლადარჩეულ პრეზიდენტთან კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ვესნა პუსიჩთან. 
შეხვედრაზე მხარეები   ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
„საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics