00:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 16:20:06, 922 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ 214 ბენეფიციარს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯანდაცვის კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა.

გამგეობის ინფორმაციით, სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა. ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე სულ 214 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით, განმცხადებლების უმრავლესობა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას, 86 მოქალაქე „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას, 14 ტომოგრაფიას და ექვსი ოპერაციის თანადაფინანსებას ითხოვდა. თითოეული მომართვა კომისიის მიერ იქნა დაკმაყოფილებული.

ამასთანავე, წელს ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ორი აუტიზმით დაავადებული მოქალაქე ჩაერთო სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში. წლის განმავლობაში ყოველთვიურად მათ 15 ვიზიტი დაუფინანსდებათ.

მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ზემოაღნიშნული სამედიცინო მომსახურეობისთვის 62 586 ლარი გამოიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics