16:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-23 22:04:56, 989 ნახვა

სპორტი
საქართველოს ნაკრების მეკარე მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია!

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრებთან 22 ივნისს გამართულ მატჩს გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

„პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ისტორიული მომენტის ნაწილი, როგორც მატჩის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე). მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის სტადიონზე და მის ფარგლებს გარეთ! Ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი ერთად შეგვიძლია“, – წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი აღიარეს, პორტალმა Sofascore-მა კი საქართველოს ნაკრების მეკარე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში წარადგინა. Sofascore-ის ინფორმაციით, მამარდაშვილმა 10-ქულიანი სისტემით 9.8 ქულა დააგროვა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ფეხბურთელს შორის.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთის ნაკრებთან 18 ივნისს გაიმართა - საქართველოს ნაკრები მტერთან 3:1 დამარცხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics