2023-06-23 11:38:50, 1214 ნახვა
რეგიონი
25 ივნისს შუახევში მუსიკალური საღამო გაიმართება
25 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, შუახევში მუსიკალური საღამო გაიმართება.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული.
"მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი აქტივობები, სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები. გაიმართება სპექტაკლი "წითელქუდა“, ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი.
მუსიკალური საღამო ქართველი მომღერლების გალა-კონცერტით გაგრძელდება. მსმენელის წინაშე დუეტი "ლეონი“ და ბენდი ,"ნალი“ ცნობილი ქართული სიმღერებით წარსდგებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი გოგონათა ბენდი "117“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),