02:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 23:09:13, 1469 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე - არამგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი

რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა, როგორც ვიცი ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა, არამგონია  ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი, - ასე გამოეხმაურა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის განცხადებას, რომელიც სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს.

მისივე თქმით, "ვივამედის" კლინიკა აქამდე ჰიბრიდ კლინიკა იყო და არსებობს ყველანაირი საშუალება, რაც არის საჭირო და აუცილებელი სამკურნალოდ.

"რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა, არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, გაავრცელა, როგორც ვიცი ადვოკატმა და არა მგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი. ახლა აქვს 37.1 ტემპერატურა... პროგნოზი შეიცავს გარკვეულ რისკებს. რა თქმა უნდა, კოვიდთან დაკავშირებით რაც არის, ადრე ვიყავით ჰიბრიდ კლინიკა და გაგვაჩნია ყველა საშუალება, რაც არის საჭირო და აუცილებელი, ამ შემთხვევაში", - განაცხადა ჩხაიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics