14:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 23:09:56, 767 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქს დაცვა არ სჭირდება და მოვლენებს სახელი სწორად უნდა დავარქვათ

„პატრიარქს დაცვა არ სჭირდება და მოვლენებს სახელი სწორად უნდა დავარქვათ“, - ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტიმა, მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება იმ დამოკიდებულებას, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებმა პატრიარქის მიმართ გამოავლინსე.

„თუ სახელებს სწორად დავარქმევთ მოვლენებს, მთავარი არის სახელის დარქმევა.

მაშინ გაცხადდება თავისი შინაარსი. ესე იგი, პატრიარქს დაცვა არ სჭირდება. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანების ჯგუფმა გამოხატა პატრიარქის მიმართ თავისი დამოკიდებულება და ძალიან კარგი თუ გამოხატა.

მაგრამ, თუ ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზნები აქვთ, ეს მათი საქმეა. და თუ ესენი ცდილობენ, რომ პატრიარქისადმი მათი დამოკიდებულებით ქულები დააგროვონ, ამაშიც მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.

მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა და ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შევიკავოთ.

ამიტომ, მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ და პატრიარქის მიმართ კეთილი სიტყვების გამოთქმას მივესალმები ყოველთვის.

ნებისმიერი შეკრება დღეს აუცილებლად პოლიტიკური აქტივობაა, სხვანაირად უბრალოდ ამას გვერდს ვერ აუვლი და გადაწყვიტეს და თავის საქმე თვითონ იცის ამ ხალხმა, მთავარია, ხალხი როგორ ენდობა მათ“, - განაცხდა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics