2021-04-07 15:03:48, 703 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარია ჩვენი დისციპლინა და თვითშეგნება
მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარია ჩვენი დისციპლინა და თვითშეგნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველანაირი თავშეყრა, დაუცველი დაცვის საშუალებებით, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარია ჩვენი დისციპლინა და თვითშეგნება. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით, ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ორი გაჩერების გამო ავტობუსში აბრძანება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 8 ადამიანი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან