18:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 13:16:06, 1423 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღიშნა, რეგულირების სააგენტო ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება და მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა.

„რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა „მედკაპიტალის" ექიმი, რომელსაც 2 კვირის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics