2020-05-23 10:56:11, 8329 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი პაციენტიდან 3 ინფიცირებულთან კონტაქტებია, ხოლო 2 საკარანტინე სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი პაციენტიდან 3 ინფიცირებულთა კონტაქტებია, ხოლო 2 საკარანტინე სივრციდანაა.
მისი ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული მდგომარეობა არც ერთთან არ არის.
„ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 290-ით სჭარბობს მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 3 არის უკვე არსებული დაავადებულებთან კონტაქტი და 2 არის საკარანტინე სივრციდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, მათგან კრიტიკული არც ერთი არ არის. ახალი შემთხვევებიდან ჩვენ ცენტრში არც ერთი შემოსულა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,