12:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 14:06:51, 613 ნახვა

ეკონომიკა
სემეკმა თელასის კაპიტალური დანახარჯები 36 მილიონ ლარზე მეტით განსაზღვრა

ენერგეტიკისა  და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თელასის კაპიტალური დანახარჯები 36,358. 209 ლარით განსაზღვრა.
სემეკმა  თელასის დანახარჯების შესახებ ინფორმაცია დღევანდელ საჯარო განხილვაზე წარმოადგინა. 
როგორც სემეკში აცხადებენ  ეს ციფრები წინასწარი გაანგარიშების შედეგად მიიღეს. 
„ავიღეთ აუდიტორიის მიერ დადასტურებული ღირებულება, ვითვალისწინებთ ფაქტობრივად განხორციელებულ ინვესტიციას. შესაძლოა, თელასი არ ეთანხმბოდეს ამ ციფრებს, თუმცა ეს არის სამუშაო ვარიანტი და წინასწარი გაანგარიშება“,- აღნიშნა გივი სანიკიძემ. 
მისივე განმარტებით, სემეკის მიერ წარმოდგენილი კაპიტალური დანახარჯები მოიცავს 2016 წლის განმავლობაში თელასის მიერ მოსალოდენლ ამოსაღებ თანხას. 
ამასთან,  თელასის წარმომადგენელს არ დაუკონკერეტებია ეთამხნება თუ არა კომპანია სემეკის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. 
„ეს არის სემეკის პოზიცია. ჩვენ კომპანიას შეუძლია დამატებით წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია 31 აგვისტომდე. მიმდინარე ერთობლივი სამუშაო პროცესი, სემეკმა სავარაუდოდ ციფრი წარმოადგინა და ეს მხოლოდ სამუშაო ვერსიაა“,-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მიშა ანთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics