01:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 17:18:37, 968 ნახვა

სამართალი
მთავარი პროკურორი: ვაზაგაშვილების საქმეებზე დამნაშავეების გამოსავლენად, მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით,  ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული.
ამის შესახებ ბადაშვილმა  იური ვაზაგაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების თემაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.
შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში  გუშინ იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics