2015-03-23 18:03:58, 1173 ნახვა
მსოფლიო
პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 32-ჯერ დაარღვიეს
აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასული 24 საათის განმავლობაში 32-ჯერ დაარღვიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პრორუს სეპარატისტებს იმ იარაღით შეუტიეს, რომელიც მინსკის შეთანხმების მიხედვით, შეხების ზონიდან გაყვანილი უნდა იყოს.
ამასთან, უკრაინული მხარის მტკიცებით, საბრძოლო დაპირისპირების შედეგად 7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ცნობისთვის, მინსკის მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედებები პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვლის 12 საათიდან ცეცხლი შეწყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან