22:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 10:01:54, 992 ნახვა

სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციაში ბრალდებული საჯარო მოხელე, მკაცრად დაისჯება

ჩვენი მთავრობა მართლაც გამორჩეულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დაკავებას.

პრემიერის თქმით, ანტიკორუფციული და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები ეფექტიანად მუშაობენ და მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგის გაუარესებას არ დაუშვებს.

„მინდა, ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, იყოს დარწმუნებული, რომ ძალიან მკაცრად დაისჯება. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო და ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის მივცემთ. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მაქსიმალურად გავააქტიუროთ ბრძოლა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics