09:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 23:06:34, 2117 ნახვა

სპორტი
ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველ პოზიცია ქართველმა მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ დაიკავა

ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 27 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი თავიანთი მოკლე პროგრამით წარსდგა, სადაც პირველ პოზიციაზეა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია ავრცელებს.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იქედან გამომდინარე, რომ საქართველომ ფიგურულ სრიალში მოახერხა და დაიკავა პირველი ადგილი, რაც კიდევ ერთი დიდი მოტივაცია იქნება სპორტსმენისათვის თავისუფალი პროგრამის წინ , რომელიც შაბათს, 28 იანვარს გაიმართება.

"დღეს, 26 იანვარს, ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 27 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი თავიანთი მოკლე პროგრამით წარსდგა მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე. დღევანდელი დღე კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა აღმოჩნდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა და 69, 81 ქულით პირველ პოზიციაზეა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა.

ტექნიკურად უშეცდომოდ შესრულებული მოკლე პროგრამა უკონკურენტო აღმოჩნდა ასპარეზობის პირველ სეგმენტში. ვულოცავთ ანასტასია გუბანოვას ამ დამსახურებულ წარმატებას, ჩვენი ქვეყნისათვის მოპოვებულ მცირე ოქროს მედალს , რომელიც დიდი სტიმული იქნება ქართველი სპორტსმენისათვის თავისუფალი პროგრამის წინ , რომელიც შაბათს, 28 იანვარს გაიმართება", - წერს საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics