23:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 23:00:07, 7685 ნახვა

High - Tech
Facebook-ი სახელს იცვლის და მისი სახელი Meta იქნება

Facebook-ი სახელს იცვლის და მისი სახელი Meta იქნება. ამის შესახებ,  კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება BBC.
ცუკერბერგის განმარტებით, რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავერსს უკავშირდება. ცვლილება მხოლოდ კომპანიას შეეხება და არა უშუალოდ სოციალურ ქსელებსა და მის პროდუქტებს, ანუ Instagram-ის, Facebook-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის სახელები არ შეიცვლება, მხოლოდ მათი მფლობელი ჰოლდინგი შეიძენს ახალ სახელწოდებას.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქს უკვე ჰყავს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აწარმოებენ სამომხმარებლო ტექნიკას, როგორიცაა AR სათვალე. ცუკერბერგს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ისეთივე საყოველთაო იქნება, როგორც სმარტფონები. ივლისში ცუკერბერგმა The Verge-ს განუცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის და მისი გუნდი უფრო გლობალურ მასშტაბებზე გასვლას გეგმავენ და მხოლოდ სოციალური ქსელით დაკმაყოფილებას აღარ აპირებენ

ფეისბუქი არ იქნება პირველი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამბიციების ზრდასთან ერთად სახელს შეიცვლის. 2015 წელს Google-მა მთლიანად მოახდინა რეორგანიზაცია და Alphabet-ის შემადგენლობაში შევიდა, ნაწილობრივ იმის ნიშნად, რომ Google აღარ იყო მხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ უფრო ფართო კონგლომერატის ნაწილად იქცა, რომლიც მრავალფეროვან პროდუქტს აწარმოებს. დღეს Alphabet-ის შემადგენლობაში შედის Google, Sidewalk Labs (რომელიც ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიებზეა კონცენტრირებული), DeepMind (ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია), Google Fiber და Verily (სამეცნიერო ორგანიზაცია).









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics