15:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 08:52:48, 982 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპონენტების პროვოკაციებისა საარჩევნო პროცესი მაინც დესტაბილიზაციის გარეშე მიმდინარეობს.

„მე მინდა სრულიად სქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მომავალს. ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება,

ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მცდელობისა მათ შეეტანათ დესტაბილიზაცია საარჩევნო პროცესში ამას ვერ მიაღწიეს.

საარჩევნო კამპანია ჩვენი მთავრობის მიერ არის დაცული.

ჩვენ გვაქვს სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს ჩვენ ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ“ , - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics