15:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 11:26:01, 7755 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე 21 პაციენტიდან 15-ის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი 6 კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს, საიდანაც 15-მა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დანარჩენი 6 კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, კლინიკაში 5 ახალი პაციენტი შევიდა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა დანარჩენ ოთხთან შედარებით მძიმეა.

„ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ აღებულ იქნა ტესტირება 21 პაციენტზე. აქედან უკვე ცნობილია 15 პაციენტის პასუხი, რომ არის უარყოფითი. დანარჩენი 6 პაციენტის ანალიზის აღება მოხდა გვიან და დღეს დღის განმავლობაში იქნება, ამ პაციენტებს შორისაა ჩვენი პირველი პაციენტის ტესტირების პასუხი.

5 პაციენტი შემოვიდა ახალი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ეს 5 პაციენტი არის საყურადღებო, რაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება. გუშინ შეფასდა მისი კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად და ამ შეფასებით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება“, - განაცხადა მარიანა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 439ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics