13:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 15:24:56, 1026 ნახვა

სხვადასხვა
ილია ჭავჭავაძის მემორიალის ტერიტორიაზე მღვდელი ეკლესიას აშენებს

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მემორიალის ტერიტორიაზე, მღვდელი ტარიელ სიჭინკილაშვილი ეკლესიას აშენებს. 
ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2 „ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მღვდელმა სიჭინკილაშვილმა საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის მემორიალთან  ღობე მოარღვია და ობელისკამდე მისასვლელი ფილაქნები მოანგრია. 
ამასთან, მოძღვარმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომ მემორიალთან არსებული მიწის ნაკვეთი მფლობელობაში გადაეცეს. 
"დავწერე წერილი, ერთი თვეა მიტანილი გვაქვს, მაგრამ რა ვუყოთ ახლა? მერე რა, რომ ვერ გააკეთეს და თანხმობა დღეს არ მაქვს, ხვალ მექნება, ზეგ მენება",-განაცხადა მღვდელმა ტარიელ სიჭინკილაშვილმა. 
 ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის მემორიალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ელის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics