15:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 14:32:17, 1107 ნახვა

სხვადასხვა
ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს აფრთხილებს

საქართველოს ფეხბურთის  ფედერაცია „ბარსელონა-სევილიას“ მატჩის ბილეთების შეძენის მსურველებს აფრთხილებს. 
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსურველებმა ბილეთები მხოლოდ  www.biletebi.ge-ზე უნდა შეიძინონ. 
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაფრთხილებთ, რომ არ შეიძინოთ არც ერთ სხვა საიტზე ბილეთები გარდა საიტისა www.biletebi.ge.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად.
www.biletebi.ge - ს ინფორმაციით საიტის ადმინისტრაცია  ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება“,-ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics