15:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 11:30:53, 1171 ნახვა

მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად 400-მდე მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაახლოებით 400-მდე მიგრანტი დაიღუპა.

გადარჩენილი მგზავრების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია. გემი ლიბიის სანაპიროდან იტალიისკენ გადაადგილდებოდა. იტალიის სანაპირო დაცვამ 144 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

გავრცელებული ცნობით, ტრაგედიიის მიზეზი გემის გადაბრუნება გახდა. გემი ლიბიის სანაპიროს დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ ჩაიძირა. გემზე 550 მგზავრი იმყოფებოდა.

ევროკავშირის ინფორმაციით, პარასკევის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში 7 ათასი მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. გასული წლის განმავლობაში კი ევროპაში შესვლის მცდელობისას 3 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics