2017-05-04 16:55:58, 979 ნახვა
სხვადასხვა
სომალიში სპეცსამსახურებმა შემთხვევით მინისტრი მოკლეს
სომალიში საჯარო სამსახურის მინისტრი, ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემთხვევით მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 31 წლის აბდულაჰ შეიჰ აბასი პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საკუთარ მანქანაში მოკლეს.
როგორც BBC წერს, სპეცსამსახურებს მინისტრი, შეირაღებულ ისლამისტში აერიათ.
მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ეთიოპიაში ოფიციალური ვიზიტი გადადო.
ადგილობრივი ანალიტიკოსების ინფორმაციით, სომალიში მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა, რადგან ქვეყანაში ისლამისტებთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს და დაძაბული ვითარებაა.
ცნობისთვის, მოკლული მინისტრი ყველაზე სომალიში უწყების ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი იყო. მან პოსტი გასული წლის ნოემბერში დაიკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან