2015-04-01 11:25:09, 570 ნახვა
სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე კასპის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ბერიანიძე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 180 000 ლარის სანაცვლოდ, მის მიერ ყალბად დამზადებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და სასაქონლო ზედნადებში ფიქტიურად მიუთითა, თითქოს შპს „მარიკო“- მ ერთ-ერთ კომპანიას გაუწია ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურეობა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან