|
2016-10-28 18:09:56, 1048 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნა
ბათუმში დღეს ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა" გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა მუდმივად დაუჭერს მხარს სოფლის მცხოვრებლებს, რომ სოფლის ტურიზმი განავითარონ. ,,დღეს არის ულამაზესი დღე - სოფლის ტურიზმის განვითარების დღე. მიხარია, რომ უამრავი სტუმარი ესწრება ფესტივალს. ოქტომბრის მიწურულს ჩვენს რეგიონს უამრავი ტურისტი სტუმრობს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ტურიზმის განვითარების კუთხით, ჩვენი ცნობადობის ამაღლების კუთხით. სოფლის განვითარება არის არა მხოლოდ აჭარის მთავრობის, არამედ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი მაღალმთიან აჭარაში ამ მიმართულებით. ჩვენი მთავრობა მუდმივად მხარს დაუჭერს სოფლის მცხოვრებლებს განავითარონ სოფლის ტურიზმი. ჩვენ გვინდა, რომ აჭარაში 12 თვის განმავლობაში იყოს ტურისტი და გვქონდეს ტურისტული მრავალფეროვნება" - აღნიშნა პატარაძემ. სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ფესტივალზე წარმოდგენილია აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით. ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები მოეწყო. ღია ცის ქვეშ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოთი, სუვენირებითა და ხალხური რეწვის ნიმუშებითაა წარმოდგენილი. ასევე მოეწყო მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ტრადიციული ტკბილეულის პრეზენტაცია-დაგემოვნება. ფესტივალის სტუმრებს საშუალებაა მიეცათ აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოლკლორული კონცერტები, კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებები. მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია და სტუმრებს ჭაჭის გამოხდის ნახვის საშუალება მიეცემათ. ჩატარდება მასტერკლასები ქსოვაში, დართვასა და მატყლის ჩეჩვაში. საღამოს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბრენდები-"ეგარი" და ,, ASEA SOOL" იზრუნებენ . აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა" ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალი აჭარული სოფლის პოპულარიზაციასა და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს. (NS)
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)