2015-02-20 17:19:21, 627 ნახვა
საზოგადოება
აჭარის უმაღლეს საბჭოში სასწრაფო გამოიძახეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით ბაციკაძესა და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, სვეტლანა არშბა შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მედიკოსების განცხადებით, მას ნერვიულობის ფონზე გულის რევის შეგრძნება აღენიშნებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სვეტლანა არშბაა ის პირი, რომლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ეჭვი, რომ შესაძლოა, მან დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობებიდან გადაყენებას მხარი დაუჭიროს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან