2015-02-20 09:56:16, 531 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა გზის გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან